მამა პეტრე: შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის მტრების პოზიციას

“შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მე-9 საპყრობილეში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა, უნებლიეთ. დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრეს ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა, დღემდე ათწლეულების მანძილზე არის ტრაგედია. ნამდვილად ამ საუკუნის პრობლემას, არსებულს, ჩვენ – ქართველი ერი ერთად, ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები – აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,“ – ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები