მეუფე პეტრე: მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, დაკავებული დეკანოზი მამა გიორგი უდანაშაულოა. როგორც მეუფე პეტრემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ეჭვები 100 პროცენტით გამართლდა.
„მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.
ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ. სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვია. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე.
„მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები