„საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ტვირთბრუნვა 20 მილიარდი დოლარი გახდება”

თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთბრუნვის 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ. ამის შესახებ სტამბოლში მიმდინარე ბიზნესფორუმზე „თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი“ თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ფათიჰ მეთინმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. მან ასევე განაცხადა, რომ სამმხრივი ბიზნესფორუმი ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებას და დღეს არსებული ბარიერების მოხსნას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები