მამუკა ახვლედიანი: როცა გვარამია ამბობს მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ – მჯერა?

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მისთვის არავის უკითხავს, სჯერა თუ არა მას ნიკა გვარამიას ნათქვამის.
მამუკა ახვლედიანი გამოძიებას უცნაურს უწოდებს, რადგან როგორც ამბობს, ამ გამოძების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგიდან მიიღო.
“მე კითხვა მაქვს გამოძიებასთან, გვარამიასი ხან სჯერათ და ხან – არა. როცა გვარამია ამბობს, მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ – მჯერა, მართლა გვარამიამ გააკეთა თუ არა ეს ჩანაწერი? არავის არ გასჩენია ეს კითხვა? თუ გვარამიასი სჯერათ, მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი, რაც ხდება. რაზეც საუბრობენ არც ეს საუბარი ყოფილა ჩემთან ამ თემებზე. ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ამ ქვეყანაში ნასაუბრები. ამიტომ ვერ ვიხსენებთ, ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა. ერთი, რასაც ვიხსენებ, ეს საუბარი იყო ოჯახში, სუფრაზე. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩაწერა, ნაწილ-ნაწილ ვერავინ ჩაწერდა. სამნი ვიყავით და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა”,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერის საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები