“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი ბორდის მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე მსჯელობს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი ბორდის მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე მსჯელობს. როგორც ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღეს მენეჯმენტისგან კონკრეტულ ინფორმაციებს ელოდებიან.
“დღეს ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას მენეჯმენტისგან, რადგანაც მათ ითხოვეს დრო პარასკევამდე, რომ საკუთარი პოზიცია უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ. გუშინდელი შეხვედრიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ისინი პრინციპული წინააღმდეგნი არ იქნებიან შეთავაზებული ჩარჩო კრიტერიუმებისა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მათ დღის წესრიგში დააყენონ საკითხი, როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს კრიტერიუმები. ჩემი პოზიციაა, ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელოს “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” დღესაც და არა მხოლოდ სამი წლის შემდეგ”, – განაცხადა სალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები