ირაკლი კობახიძე დეკანოზის საქმეზე: ნებისმიერი განცხადება გამოძიების დასრულებამდე დამაზიანებელია

“ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების დასრულებამდე, არის გამოძიებისთვის დამაზიანებელი”, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძემ საქმის ირგვლივ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
„მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები