სოფო ხორგუანი: გამოძიების პირველ ეტაპზე ინტერესი რომ არის ეკლესიის მიმართ, აქ გასაკვირი არაფერია

“გამოძიების პირველ ეტაპზე ინტერესი რომ არის ეკლესიის მიმართ, აქ გასაკვირი არაფერია”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი თვლის, რომ სასულიერო პირის დაკავების დროს არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, პროკურატურას პირველივე დღეს რომ პასუხი ჰქონოდა, საქმე დაგეგმილს დაემსგავსებოდა.
„ვერდიქტს გამოიტანს მომხდარზე სასამართლო. მედია ყველაზე კარგი მოკავშირეა ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა ასევე, ახალი ტიპის პოლიტიკოსები და მედიაც, რომლებიც პასუხს აგებენ თავის სიტყვებზე. როცა ჟურნალისტები პროკურორის განცხადების მერე მიდიან დეპუტატებთან და ეკითხებიან, თუ რას ფიქრობენ პროკურორის განცხადებაზე, ეს არასწორად მიმაჩნია, პოლიტიკოსებს უნდა ვკითხოთ კონსტიტუციაზე და სხვა ისეთ თემებზე, რაშიც კომპეტენტურები არიან“,-განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხორგუანი თვლის, რომ მედიის როლი მსგავს თემებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რადგან მისივე განმარტებით, ახალი პოლიტიკოსების გაზრდა სწორედ მედიაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები