კონსტანტინე გამსახურდია: დღეს ქვეყანაში მისახედია განათლების სიტემა

საქართველოში აუცილებელია მოზარდთა სახლების შექმნა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპარტიული“ ჯგუფის წევრმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია თვლის, ქვეყანაში განათლების სისტემა მისახედია.
„საჭიროა მოზარდთა სახლების ჩამოყალიბება, სადაც ბავშვები მიიღებენ უნივერსალურ განათლებას. მე დღეს ვთვლი, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა მისახედია, საერთოდ, უნივერსიტეტებშიც საჭიროა სისტემის შეცვლა“,-განაცხადა გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამსახურდია საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგზეც საუბრობს და თვლის, რომ ქვეყანაში ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, უცხოელი სტუდენტებისთვის უნდა იყოს გარკვეული სტიპენდიებიც.
„უცხოელმა სტუდენტებმა უნდა მიიღონ გარკვეული სახის სტიპენდია, რადგან ეს სტუდენტები ისწავლიან ქართულ ენას, ქართულ კულტურას და გამოდგებიან ისევ საქართველოს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს უნივერსიტეტები მსოფლიო ორასეულში და სამასეულშიც არ არიან. უნდა განხორციელდეს ეფექტური პროგრამები, განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამსახურდია თვლის, რომ განათლების სფეროში უნდა გაიზარდოს მოთხოვნა შიდა ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები