ილია მეორე: მე ვიცნობ მამა გიორგის და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან

სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.
სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა, გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“, – აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები