გიგი უგულავა: ხელისუფლებამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა

მოძრაობა „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა.
„ეს არ არის გაუგებრობა, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია, ამას სხვა ახსნა არ აქვს, უბრალოდ მერე მოხდა ის რომ მადლობა ღმერთს, პატრიარქმა გადაიტანა ეს ოპერაცია და დაბრუნდება საქართველოში, სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ნათელს მოჰფენს ამ ის ისტორიას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები