“შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა” – ძიძიგური დეკანოზ მამალაძის დაკავების საქმეზე

„შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა, მოსახლეობას აპანიკებს და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული პროცესების თაობაზე. „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულად კეთდება კრიტიკული განცხადებები.
„შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა, მოსახლეობას აპანიკებს და ასე შემდეგ… პროკურატურას ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მაშინ როგორი მითქმა-მოთქმა და ჭორაობა ატყდებოდა?! ამიტომ გაკეთდა განცხადება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ იყო შეთქმულება და ეს შეთქმულება იქნა ჩაშლილი. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია, რომ ხელისუფლება ამაზე რეაგირებს, დანარჩენ ყველაფერზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჩვენ პროკურატურისგან ვიცით ერთადერთი რამ, რომ  ბრალდების მთავარი მოწმე ვინც არის, ჯერ ჩვენებასაც არ იძლევა და ამ დროს მე ვერსიები მოვისმინე, რომ თურმე საპატრიარქოში გადატრიალებას გეგმავენ, ვის ვისი მოკვლა უნდა… მთელი სია ჩამოთვალეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები