ლექსო პაიკიძის პროზაული კრებულის – „სტრანიერის“ წარდგინება გაიმართება

4 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა მწერლის, ლექსო პაიკიძის პროზაული კრებულის, „სტრანიერის“ წარდგინება გაიმართება. წიგნში 25 ნოველაა თავმოყრილი. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, „ღვინის დარბაზში“, 17:00 საათაზე დაიწყება.15385321_1828041160766545_7566807212422549520_o
როგორც „კვირას“ ლექსო პაიკიძემ განუცხადა, ეს მისი პირველი წიგნია და ამ ნაბიჯის გადადგმა მეგობრების დამსახურებაა.
მისივე თქმით, „სტრანიერი“ იტალიური სიტყვაა და უცხოელს ნიშნავს. წიგნში შესული ნოველები, სხვადასხვა დროს იწერებოდა. ზოგი სამი წლის წინანდელია, ზოგიც – რამდენიმე თვის და ა.შ.
„წიგნის მხატვარია ლაშა ვანიძე, კორექტორი – მარეხ ბეჟანიშვილი, პროექტის იდეა რუსიკო ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც ნინიკო ქორიძესთან ერთად განახორციელეს. ეს ადამიანები ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან და უანგაროდ მეხმარებიან. წიგნს ჰქვია „სტრანიერი“, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი“, – ამბობს ავტორი.
წიგნზე „სტრანიერი“ რეცენზია  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები