ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაცია დაიწყო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ოპერაცია ბერლინის კლინიკაში უკვე დაიწყო.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მამა ნიკოლოზის განცხადებით, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
”პატრიარქის მდგომარეობა, როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორეს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.