ვალენტინობის დღეს „სასიყვარულო ბარათების“ გამოფენა გაიმართება

 “სასტუმრო მუზეუმში” ვალენტინობის დღეს „სასიყვარულო ბარათების“ გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და რებეკა ვაშაძის, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანისა და სხვათა სასიყვარულო ბარათები, ასევე XVIII-XIX საუკუნეების ეპისტოლეები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა განხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის ბაზაზე.
ამასთან, თამთა გრიგოლია წაიკითხავს სასიყვარულო მიმოწერის ამონარიდებს თავისი წიგნიდან: „ასე უყვარდათ უწინ“.
წიგნში შეტანილია იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, ფრიდრიხ ფონ შილერის, ჯორჯ გორდონ ბაირონის, პერსი ბიში შელის, ჯონ კიტსის, ჰაინრიხ ჰაინეს, ალექსანდრე პუშკინის, ონორე დე ბალზაკის, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, გუსტავ ფლობერის, ლევ ტოლსტოის, მარკ ტვენის, ოსკარ უაილდის, რაინერ მარია რილკეს, ფრანც კაფკას, ვოლტერის, ჩარლზ დიკენსის წერილები…
სარედაქციო კოლეგია: თამთა გრიგოლია (შემდგენელი), გიორგი მესხი (მთარგმნელი), თინათინ დიდებულიძე (პროექტის ავტორი), ლეილა კირთაძე (რედაქტორი).
წიგნს წარადგენს თამთა გრიგოლია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები