ინგლისის სკოლებში კიბერუსაფრთხოების გაკვეთილები ჩატარდება
ინგლისის სკოლებში კიბერუსაფრთხოების გაკვეთილები ჩატარდება. სკოლის მოსწავლეებს შორის მთავრობა ისეთი მოსწავლეების მოძიებას აპირებს, რომლებიც მომავალში ქვეყანას ჰაკერული შეტევებისგან დაიცავენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საწყის ეტაპზე, პროგრამაში 6 ათასამდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკი 14 წელს შეადგენს. კიბერუსაფრთხოების თემაზე კვირაში 4-საათიანი მეცადინეობა გაიმართება.
ამ პროექტზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა 25 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში კიბერუსაფრთხოების სფეროში 58 ათასი სპეციალისტია დასაქმებული.