ლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.

მისივე თქმით, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით.

„მნიშვნელოვანია პარტნიორობა, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სინგაპურში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი. ქვეყანა, სადაც გადასახადები საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ამ ყველაფერს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში,”- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები