არქეოლოგებმა მკვდარ ზღვასთან, ერთ ერთ გამოქვაბულში ძველი ხელნაწერები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა მკვდარ ზღვასთან გამოქვაბული აღმოაჩინეს, სადაც არქაული ყუმრანის ხელნაწერები ინახებოდა. ყუმრანის ხელნაწერები პაპირუსისგან, ასევე თხის და ცხვრის ტყავისგან არის დამზადებული. ტექსტები ძველ ებრაულ,  არამეულ და ბერძნულ ენებზეა დაწერილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ყუმრანის თემის ბიბლიოთეკის ნაწილია. მათი მესამედი ბიბლიურ ტექსტებს შეიცავს, დანარჩენები კი აპოკრიფები და ფსევდოეპიგრაფებია.
ექსპერტიზის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელნაწერები ჩვ.წ.აღ.-მდე 250 – ჩვ.წ.აღ.-ით 68 წლების მონაკვეთშია შექმნილი.
მე-20 საუკუნეში მკვდარი ზღვის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე, მეცნიერებმა ხელნაწერები 11 გამოქვაბულში აღმოაჩინეს. ახლა კი პროექტის, სახელწოდებით „ოქროს გრაგნილი“, ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები განახლდა.
2
4
3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები