„სიყვარული ქართულ ფოლკლორში“

15 თებერვალს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მართავენ საღამოს – „სიყვარული ქართულ ფოლკლორში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება, როგორ აისახებოდა სიყვარული ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, სამუსიკო ფოლკლორში, ქორეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს, როგორ უყვარდათ მთაში.
მონაწილეობენ: ეთერ თათარაიძე – პოეტი; უჩა დვალიშვილი – ქორეოგრაფი; თეონა რუხაძე – ეთნომუსიკოლოგი;
ლუარსაბ ტოგონიძე – მკვლევარი, მუზეუმის მეგობრების ასოციაციის პრეზიდენტი;
ანსამბლები: ,,დიდგორი” და ,,კელაპტარი”.
საღამო ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები