ლევან კალანდაძე: დღეის მდგომარეობით, გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი

“ზაფხულის პერიოდი ლარის კურსთან დაკავშირებით, პოზიტიური ძვრების იმედს გვაძლევს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააგრძელოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირების პოლიტიკა, მისი აზრით, ლარის სტაბილიზაციისთვის მთავარი ფაქტორი ინვესტიციების შემოსავლის ზრდაა.
„მარტში, აპრილში, მაისში, როგორც წესი ტურისტული ნაკადები მცირდება და წინასწარი თადარიგის დაჭერაა საჭირო, ზაფხულში ტურისტული ნაკადები, სავარაუდოდ, გაიზრდება. მე ვისურვებდი, ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირების პოლიტიკა, ზაფხულის პერიოდი ლარის კურსისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება და გარკვეული პოზიტიური ძვრების დაწყების იმედს აჩენს. დღეის მდგომარეობით, გვაქვს ლარის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები