დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

კორპორაცია “გეფას” ორგანიზებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.
კორპორაციამ “გეფა”, რომელიც აერთიანებს და მართავს “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელებს, ამავდროულად წარმოადგენს ყველაზე მსხვილ რითეილერს საქართველოში, ქართულ ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა ღვაწლმოსილ ფარმაცევტებს.

16707125_1627212823961368_804861678_n

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თსს
უ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული, უკვე შემდგარი და მომავალი თაობის ფარმაცევტები.
ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი “ინსაითი”, სიმფონიური ორკესტრი – ღონისძიების მეორე ნაწილი სწორედ ამ მუსიკოსებმა გაფორმეს და განსაკუთრებული ემოცია შემოიტანეს დარბაზში.
“განათლებამ და პროფესიონალიზმმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მომავლისთვის. მეწარმეებმა ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და განვითარებული იყოს ეკონომიკა. დღევანდელი საღამო იმის დასტურია, რომ ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თანამშრომლებთან. ამ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. თუ გულწრფელები და ღიები ვიქნებით ერთმანეთთან, უფრო კარგად დავინახავთ პრობლემებს და შევძლებთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმატების მიღწევაში მეტად დაგვეხმარება”, – აღნიშნა კოპანია “გეფა”-ს გენერალურმა დირექტორმა ენრიკო ბერიძემ.
16707189_1627212810628036_779916293_nკომპანია “გეფა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დავით კილაძის განცხადებით, ღონისძიებაზე ის ფარმაცევტები გაიხსენეს, ვინც წლების მანძილზე ემსახურებოდა დარგს.
“ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. გავიხსენეთ ის ფარმაცევტები, ვის მხრებზეც, ათწლეულის განმავლობაში გადაიარა ფარმაცევტულმა დარგმა საქართველოში. თვითონ საღამო იყო ძალიან ამაღელვებელი, უნიჭიერესი ქართველი შემსრულებლების და ძალიან კარგი მუსიკის თანხლებით. ყველაზე მთავარი და კარგი ისაა, რომ ასე იწყება მეგობრობა და საერთოდ, ყველა დიდი საქმე”, – განაცხადა დავით კილაძემ, კომპანია “გეფა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა გორგასლიძე იმედოვნებს, რომ დიდი კომპანიების გაერთიანების შემდეგ, გადაწყდება დარგში არსებული პრობლემები.
“ყველა სიახლეს მივესალმებოდი უწინაც და მივესალმები დღესაც. ამ 2 დიდი კომპანიის გაერთიანების შედეგად ის საზრუნავი და ძირითადი პრობლემები, რაც დგას დღეს ფარმაციის წინაშე, იმედია გონივრულ გადაწყვეტამდე მივა. მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და ორგანიზატორებს, რომ ასეთი თბილი და კარგი საღამო გვაჩუქეს. ვუსურვებ მეტი და მეტი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოთ“, – განაცხადა ნანა გორსალიძემ.
მომღერალი ნინო ქათამაძე წარმატებას უსურვებს კომპანია “გეფას”.
“ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2251 ადგილია და დღეს ეს დარბაზი სავსე იყო თანამშრომლებით. იგრძნობოდა, რომ მთელი გუნდი აქ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზი სავსეა, ზრუნავენ, ფიქრობენ შენზე. მოიფი
ქრეს, მოაწყვეს, მოიწვიეს ამდენი ადამიანი სცენაზე, გააკეთეს კონცერტი და ამ კონცერტს აქვს გაგრძელება. მაშასადამე, ამ ისტორიას ახლავს ძალიან დიდი პროფესიონალზმი. ფიქრი, ზრუნვა და მერე ამ ყველაფრის რეალიზება ნიშნავს იმას, რომ “გეფა“ არის დიდი კომპანია და აქვს დიდი პრეტენზიები, პერსპექტივები და ხედვა. მე მას წარმატებას ვუსურვებ”, – აღნიშნა მომღერალმა ნინო ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები