საპარტნიორო ფონდს ბელორუსიის დელეგაცია ეწვია

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ბელორუსიის დელეგაციას შეხვდა. ფონდს ბელორუსიის ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და ბელორუსიის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა ბელორუსიის დელეგაციის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები და მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტები გააცნეს. თავის მხრივ, ბელორუსიის დელეგაციამ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესაძლო ფორმატი განიხილა.
ბელორუსიის დელეგაციის წევრებმა, საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე ბელორუსიის მხარემ ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ლიფტების წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივა გააცნო და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივები განიხილა. საუბარია ბელორუსულ კომპანია “MOGILEV METALLURGICAL WORKS”-ის წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში.
“MOGILEV METALLURGICAL WORKS”-ი აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები