როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეიდან, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი, ძირითადად, თოვლის სახით იქნება.

დედაქალაქში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია თოვლიც.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოში +9, +14, აღმოსავლეთ საქართველოში  კი 0, +5 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი – სურამის გზის მონაკვეთზე დღის პირველ ნახევარში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები