თენგიზ მირზაშვილის გამოფენას „წითელი კვადრატი“ უმასპინძლებს

10 თებერვალს, 19:00 საათზე, გალერეა „წითელ კვადრატში“ ფერმწერის, გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის,  თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა 18 თებერვლამდე გასტანს.
„ფორთოხალი – 1 კგ. შაქარი – 1 კგ. ღიღინი – გემოვნებით, – ეს ჩუბჩიკას ფორთოხლის მურაბის რეცეპტია. გემრიელი, ტკბილი და სურნელოვანი…
არ ვიცი, რა ხდიდა ამ მურაბას უფრო სასურველს და პიკანტურს, ციტრუსის ბუკეტი თუ ჩუბჩიკას ხელი.
მის ბევრ ახლობელს, უბრალოდ ნაცნობს, სწორედ ასეთი ახსოვს თენგიზ მირზაშვილი, შიგნიდან მოღიღინე, გემრიელი და განსხვავებული ხელის პატრონი.
როგორც ეს ნაუცბადევად მოთუხთუხებული მურაბის გემო არასდროს აგერევათ სხვაში, ასევე მისი ნამუშევრები არასდროს წარმოადგენს დისკუსიის საგანს, ყველასთვის ნაცნობი და სასურველია, „აი იასავით“ მარტივი და მშობლიური.
მისი თითოეული ნამუშევარი ორნამენტს ჰგავს, მათი ერთობლიობა კი – თუშურ ხალიჩას, ჭრელს, მაგრამ მშვიდი ფერებით მოქსოვილს. 
დიდი სიყვარულით, ნინო ყარაულაშვილი“, –  წერია „წითელი კვადრატის“ ფეისბუქის გვერდზე.
მისამართი: ფალიაშვილის ქ.88.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები