სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4-კაციანი ჯგუფი – ზურაბ ლექვინაძე,  ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდნენ.

სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი აქტი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები