შეხვედრა-საუბრები ნინო ქათამაძესთან

“ათონის დარბაზში” გრძელდება შეხვედრათა ციკლი ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან. 10 თებერვალს, 18:30 წუთზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა მომღერალ ნინო ქათამაძესთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა საუბრის ფორმატში წარიმართება და არ იქნება მუსიკალური საღამო.
დამსწრეებს შეუძლიათ, სტუმარს დაუსვან შეკითხვები.
ცნობისთვის: სტუდენტობის წლები ნინომ გაატარა ბათუმის მუსიკალურ ინსტიტუტში, ვოკალურ განყოფილებაზე; მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ხელოვანთა დასახმარებლად;
1999 წლიდან იწყებს თანამშრომლობას ჯგუფთან Insight, რაც მისი წარმატების დასაწყისი გახდა.
ნინოს მუსიკალური შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია და გამოცემული აქვს მრავალი ალბომიც.
ძნელია, მისი მუსიკა მიეკუთვნოს რომელიმე კონკრეტულ ჟანრს, თუმცა ზოგადად შეიძლება ეწოდოს – People Music/Ethno Music…
ნინოს შემოქმედებას იცნობენ მსოფლიოს მაშტაბით, პერიოდულად ატარებს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები