გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის, საინვესტიციო კლიმატის, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
ბითაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში გატარდეს რეფორმები, რომლებიც სამთო-მოპოვებით სექტორს გახდის ინვესტორებისათვის ეკონომიკურად მომხიბვლელს და ამავდროულად, ეკოლოგიურად უსაფრთხოს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დაწყებული რეფორმის პროცესში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ სფეროში საერთშორისო გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენონ, რომელიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
მხარეებმა საქართველოში სამთო-მოპოვებით სექტორში საერთშორისო სტანდარტების დამკვიდრების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები