„თბილსერვის ჯგუფი“ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლს განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე 24-საათიან რეჟიმში კონტროლს განაგრძობს.
ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
„თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ.

5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები