თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, კრწანისის და დიდგორის რაიონებში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის და ოქროყანის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ,აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები