ლევან ვარშალომიძემ თურქული ბიზნესიდან 250 ათასამდე ევროს შემოსავალი მიიღო

ლევან ვარშალომიძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს თურქეთში ბიზნეს ინტერესები აქვს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფლობს კომპანიას „Lv Partners Danismanlik“, რომელიც სტამბოლშია რეგისტრირებული. 2016 წელს ვარშალომიძემ ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად 992 616 თურქული ლირის შემოსავალი მიიღო, რაც დაახლოებით 250 ათასი ევროა.
რაც შეეხება ბათუმში რეგისტრირებულ „Lv&Partners“-ს, მასში ვარშალომიძის წილი 51%-ა, თუმცა 2016 წელს შემოსავალი ამ კომპანიის მეშვეობით არ მიუღია.
ვარშალომიძე დღეს უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია. თუმცა, 2016 წელს, დეკლარაციის მონაცემებით, მან საბჭოში ხელფასის სახით 4290 ლარი აიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს არ უფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება. ანგარიშები კი 3 ბანკში აქვს – „საქართველოს ბანკში“, „იშბანკსა“ და „გარანტი ბანკში“.

წყარო: “იმედი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები