ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილი ხევში გადაიჩეხა – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილით ხევში გადაიჩეხა. მამაკაცის მანქანიდან ამოყვანას საათზე მეტი დრო დასჭირდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პაციენტი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები