გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ჯინჭარაძემ მეომართა კავშირის წევრებს, ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებული პროგრამების სრულყოფასა და ახალი ინიციატივების დანერგვას.

“ვეტერანებმა მთავრობის თავმჯდომარეს საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საჭიროებები გააცნეს და სამუშაო ფორმატში კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც ვეტერანთა საქმიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები