საქართველოს კულტურის სამინისტრო ეგვიპტოლოგ ხალედ ელ-ენანს იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო ეგვიპტოლოგ ხალედ ელ-ენანს იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოსთვის, რომელმაც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი საგანძური შემოუნახა, იუნესკო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ხალედ ელ-ენანს საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის, კაიროს ეგვიპტური მუზეუმისა და ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა საქმეთა მინისტრის რანგში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.

ხალედ ელ-ენანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეგვიპტის მუზეუმებს შორის მემორანდუმის გაფორმებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, კონსერვაცია-რესტავრაციის, განათლებისა და არქეოლოგიის მიმართულებით ერთობლივ პროგრამებს ითვალისწინებდა.

გვჯერა, რომ იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად ხალედ ელ-ენანის არჩევა საქართველოსა და იუნესკო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას შექმნის,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები