ლევან იოსელიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც განიხილეს „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენცია, როგორც სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, რომელშიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის თვითმმართველი ადვოკატთა ასოციაციების როლსა და ევროპული კონვენციის თანახმად ადვოკატთა შეუფერხებელი პროფესიული საქმიანობის უზრუნველყოფისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.

“სახალხო დამცველმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიან საქმიანობას ადვოკატთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები