ეროვნული ბანკი: 188 წელი შესრულდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან! 2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება
188 წელი შესრულდა თბილისის სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან! 2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“, – ასე მიაჩნდა ერის მამად წოდებულ დიდ ქართველ მწერალსა და ეროვნულ მოღვაწეს.
20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ ილია ჭავჭავაძეა გამოსახული.
#8ნოემბერი #პირველიქართველიბანკირი #პირველიქართულიბანკი #ეროვნულიისტორია #ეროვნულიბანკი #ლარი #20ლარი #ქართულიფული #Lari #20Lari #GeorgianLari #NationalBankofGeorgia