კანონპროექტების პაკეტი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას განამტკიცებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ე. წ. მესამე ტალღის კანონპროექტების პაკეტი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ე. წ. მესამე ტალღის კანონპროექტების პაკეტის საფუძველზე მართლმსაჯულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმა განხორციელდა.
“ეს რეფორმა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას. აქ განსაკუთრებით გამოვყოფ ისეთ საკითხს, როგორიც არის საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა. თქვენ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში და, უფრო მეტიც,  ათწლეულების განმავლობაში  საქმეების გადანაწილება გამოიყენებოდა როგორც მანიპულირების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. მართლმსაჯულების სისტემაში ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადადგა ამ კუთხით გაბედული ნაბიჯი და პირველად სწორედ ამ პარლამენტის პირობებში მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქმეები უკვე ელექტრონულად გადანაწილდება მოსამართლეებზე, რაც უზრუნველყოფს მანიპულირების თავიდან აცილებას მართლმსაჯულების სისტემაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განხორციელდა უპრეცედენტო რეფორმა და ეს რეფორმა ბოლომდე იქნება მიყვანილი მომდევნო სესიის განმავლობაში, რომელიც დღეიდან დაიწყება”, – აღნიშნა კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები