პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ სუბიექტს შორის პოზიციები სამართლიანად გადანაწილდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოზიციები და კვოტები სამართლიანად გადანაწილდა.
მისი თქმით, “სამართლიანად, კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იყო საპარლამენტო ოპოზიციის აქტიურ ჩართულობასთან საპარლამენტო ცხოვრებაში”.
“ყურადღებას გავამახვილებ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაზე. იცით, რომ ოპოზიციას განკუთვნილი აქვს მთელი რიგი თანამდებობებისა პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობები. ასევე, თითოეულ კომიტეტში მოადგილის დონეზე არის წარმოდგენილი ყველა საპარლამენტო პარტია და სამართლიანად იქნა გადანაწილებული ეს პოზიციები ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რასაც აღნიშნავენ ჩვენი კოლეგებიც ოპოზიციური პარტიებიდან. ასევე, საპარლამენტო დელეგაციებში სამართლიანად იქნა გადანაწილებული კვოტები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. გარდა ამისა, ზოგადად, შედგა სათანადო კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ კუთხით, პარლამენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებული როლის შესრულება მართებს”, – აღნიშნა კობახიძემ საგაზაფხულო სესიის გახსნაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები