პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს კარგი სტარტი ჰქონდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტს კარგი სტარტი ჰქონდა.
კობახიძის განმარტებით, გასული პერიოდის განმავლობაში, პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და პოლიტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის პოზიტიური საფუძვლის ჩაყრა შეძლო.
“მინდა დავამკვიდროთ ერთგვარი ტრადიცია და ყოველი სესიის დასრულების შემდეგ, წარმოგიდგინოთ ანგარიში პარლამენტის მიერ გასული სესიის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ პარლამენტმა აქტიურად დაიწყო თავისი საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელება. პარლამენტს ჰქონდა ძალიან კარგი სტარტი, თამამად შეიძლება ითქვას, საშემოდგომო სესიაზე არასრული თვენახევრის განმავლობაში, პარლამენტმა შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა შეძლო პოლიტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის პოზიტიური საფუძვლის ჩაყრა. თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნების წინ გვქონდა ჩვენ ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და ამის გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტი იდგა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე. ეს გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავსულიყავით თვისებრივად ახალ ეტაპზე პოლიტიკური ურთიერთობებისა პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და რეალურად, გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ პოზიტიური საფუძველი ჩაგვეყარა პარლამენტის შიგნით ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში განვითარებისათვის”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები