12 თებერვლის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

12 თებერვლის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებშიც იწვიმებს, მთაში მოთოვს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება.
“ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი. 7–8 თებერვალს გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. 9–12 თებერვალს ისევ ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4, +9,
აღმოსავლეთ საქართველოში 0, +5 გრადუსი იქნება”, – აცხადებენ სააგენტოში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები