ირაკლი კობახიძე: არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი

“არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს ან მთავრობას არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის დაკავშირებული ბევრ კონსტიტუციურ რეგულაციასთან.
„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით, შედგება სიღრმისეული მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ამ საკითხზე ჩვენ არ გვქონია შესაბამისი მსჯელობა. რაც შეეხება პირდაპირ და არაპირდაპირ არჩევას, ძალიან ზედაპირულია ის დისკუსია, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას – მარტივად ეკითხებიან ხალხს რა ურჩევნია – მათ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი თუ აირჩიოს პარლამენტმა. ასეთი ზედაპირული დისკუსია, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს. პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის დაკავშირებული ბევრ კონსტიტუციურ რეგულაციასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ კონსტიტუციური სისტემა და ამ განხილვის საფუძველზე, უნდა განვსაზღვროთ ყველა რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის, პრეზიდენტის სტატუსთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება.
არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს ან მთავრობას, პირადად მე, არავის არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი. ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ერთდერთი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ არჩევის რომელი წესი მიესადაგება უფრო მეტად იმ სისტემას, რომელის დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა. ამასთან დაკავშირებით, უნდა შედგეს კონსენსუსი საკონსტიტუციო კომისიაში და კომისიაში შემდგარი მსჯელობის საფუძველზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ წესის შემოღების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები