გიორგი კახიანი პრეზიდენტის ვეტოს მხარს არ დაუჭერს – არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პრეზიდენტის ვეტოს მხარს არ დაუჭერს.
როგორც კახიანმა აღნიშნა, მან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე სათანადო არგუმენტაცია ვერ მოისმინა. კახიანის თქმით, ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დაუსვეს, პასუხგაუცემელი დარჩა.
„მე პირადად, ვიყავი განწყობილი და მინდოდა მომესმინა პრეზიდენტის არგუმენტები და აქედან გამომდინარე, მიმეღო გადაწყვეტილება, დავეთანხმებოდი ვეტოს თუ არა. სამწუხაროდ, კითხვები, რომლებიც დაისვა, პასუხგაუცემელი დარჩა. არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი, ამიტომ ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პირადად ჩემს მიერ, პრეზიდენტის ვეტო არ იქნება მხარდაჭერილი. სავარაუდოდ, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები