“იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, ვინც ორ გვამს ითხოვდა, არგუმენტების მოყვანა ნაკლებად სარწმუნოა

“ჩვენ, ძიების დასრულებამდე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თავი უნდა შევიკავოთ განცხადებების გაკეთებისგან”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე თვლის, რომ ძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დაუდასტურებელ ფაქტებზე არ უნდა კეთდებოდეს განცხადებები.
“ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, საჭიროა არგუმენტირებული პასუხები, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ პოლიტიკური შეფასებებისგან და დაველოდოთ დასკვნებს.გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდა. იმ პარტიის წევრები, რომლებიც ერთ დროს ორ გვამს ითხოვდნენ. ახლა მილიონებზე საუბრობდნენ, თუმცა დაუდასტურებელ ფაქტებზე არ უნდა ვაკეთოთ ნაადრევი პოლიტიკური განცხადებები”, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები