დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ვგეგმავთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას

 “შენიშვნები, რომელიც იქნება არგუმენტირებული, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გახდა.
ხუნდაძე ვეტოსთან დაკავშირებით არგუმენტირებული შენიშვნების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. “ჩვენ ვგეგმავთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, თუმცა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.
ზოგადად, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სასამართლო სისტემას რომ სიკეთე შეეხო, ამაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, ალბათ. ჩვენთვის მთავარია დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტი”, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები