„რია – ნოვოსტი“ პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრის შესაძლებლობაზე წერს
სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს სახელმწიფო უწყებების მიერ, მაგრამ რეალური დღის წესრიგი ამ შეხვედრისთვის ხელსაყრელი ჯერჯერობით არ არის“.
„მოლაპარაკების მაგიდა ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული. შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ამაში ყველა უწყება იყოს ჩართული. მოლაპარაკება არის პრობლემების გადაჭრის, ან მათი გადაჭრისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ადგილი” – განაცხადა მარგველაშვილმა. პუტინის და მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრაზე საუბარი ადრეც იყო.
“ამასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამ შეხვედრის მომზადება უნდა მოხდეს და „შეხვედრას შეხვედრის გულისთვის“ აზრი არა აქვს”, – წერს “რია ნოვოსტი”.