ეკა ბესელია სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის 20 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას სთხოვს

საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

 ეკა ბესელიას ინტერესების დამცველმა, გიგა კვერენჩხილაძემ “პირველს” განუცხადა, რომ ეკა ბესელია სარჩელით ალეკო ელისაშვილისგან მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ ცილისწამების უარყოფას ითხოვს. ამასთან, სასამართლოს სთხოვს, დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს 20 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისროს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯარიმის თანხა მთლიანად გადაირიცხება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში.

გიგა კვერენჩხილაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესს ესწრებოდა ალეკო ელისაშვილიც, რომელიც  ეკა ბესელიას მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას კვლავ აგრძელებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 თებერვალს გაიმართება.

ალეკო ელისაშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იმ პირთა შეწყალებას ითხოვდნენ, რომლებიც “კოკაინის საქმეში” ფიგურირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები