​„უცნობი სერგო ქობულაძე“ – წიგნის წარდგინება გაიმართება

7 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება წიგნის „უცნობი სერგო ქობულაძე“ (წიგნი I) წარდგინება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, წიგნში წარმოდგენილია XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის, სერგო ქობულაძის აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) ილუსტრირებულ გამოცემაში, ასევე თავმოყრილია მხატვრის თეორიული ნაშრომები, სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, უბის წიგნაკების ჩანაწერები და თანამედროვეთა მოგონებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები