1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6795 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6795 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6795 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8770 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8806 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.