კახა შალამბერიძისა და ნინო გაბუნიას პოეზიის საღამო გაიმართება

11 თებერვალს, 18:00 საათზე, „ლიტერატურულ კაფეში“ კახა შალამბერიძისა და ნინო გაბუნიას პოეზიის საღამო გაიმართება. „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ ეს იქნება მეგობრული პოეზიის საღამო, რომელსაც პოეტი თამო ჯაფარიძე გაუძღვება.
საღამოს პარტნიორია პროქტი ,,წიგნი, ავტორი, მკითხველი“, რომელსაც „აჭარწიგნის“ ეგიდით ახორციელებს ინგა გოგიბერიძე. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე მწერლობის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას.
ავტორებს, ვისაც გაქვთ სურვილი, მხარი დაუჭიროს  პროექტს, უნდა მიაწოდონ საკუთარი წიგნები ავტოგრაფით (თითო ეგზემპლარი) პროექტის ხელმძღვანელს.
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი N 31.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები