პოეტური თარგმანის ანთოლოგიის წარდგინება გაიმართება
10 თებერვალს, 18 საათზე, მთარგმნელთა კლუბი ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,
წარმოადგენს ახალ კრებულს: „პოეტური თარგმანის ანთოლოგია“ (ქართველ მთარგმნელთა შემოქმედება). როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სტუმრები გაეცნობიან მთარგმნელთა კლუბის მიერ 2016 წელს ჩატარებულ ღონისძიებებს და ასევე შედგება კონკურსებში გამარჯვებულთა საგანგებო პრიზებით დაჯილდოება. აჟღერდება ქართულად თარგმნილი ლექსების მიხედვით შექმნილი სიმღერები, რომლებსაც კლუბის წევრები შეასრულებენ.