სკანდალური ჩანაწერი – ადეიშვილი და გვარამია მოსამართლეებისთვის ქრთამის სახით სამი მილიონის მიცემაზე საუბრობენ
დადასტურდა, რომ გვარამია სააკაშვილს და ადეიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსასყიდად სამ მილიონ დოლარს სთხოვს. უკრაინული გამოცემა “უკრაინული რევოლუცია” საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი.
საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.