ტრამპი და პოროშენკო ტელეფონით ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.
საუბარი კიევის დროით ღამის 12 საათზე შედგება. საუბრის დეტალები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დღესვე ტრამპი ტელეფონით ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და იტალიის პრემიერ-მინისტრს, პაოლო ჯენტილიონის გაესაუბრება.
ტრამპს და პოროშენკოს სატელეფონი საუბარი 18 იანვარსაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპი აშშ-ის ოფიციალური პრეზიდენტი  ჯერ კიდევ არ იყო. როგორც მანამდე  პეტრო პოროშენკომ განაცხადა, მას იმედი აქვს რომ ტრამპი შეხვდება და ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი კვირის წინ, აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში  ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები